|
2022-06-24 14:30:53, 942 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი გადადგომაზე - რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი
რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ გადადგომას. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მისმა გუნდმა არჩევნებში დამსახურებულად მოიგო და ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო. „რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. მე ერთ შეგახსენებთ, რომ მე შარშან თებერვალში გავხდი პრემიერმინისტრი, მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, ასე რომ თქვენი შეკითხვაც უადგილოა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)