|
2022-06-24 12:21:07, 1963 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია, „ქართული ოცნება“ ბურთი თქვენს მოედანზეა
ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია, „ქართული ოცნება“ ბურთი თქვენს მოედანზეა,- ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრამონის თქით, ის იმედოვნებს, რომ 6 თვეში, ასევე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იზეიმებს. ამისათვის კი, საქართველოს მთავრობას მოქმედება უნდა დაიწყოს. „უკრაინა არის ევროპაა, მოლდოვა არის ევროპაა, საქართველო არის ევროპა, ევროკომისიისა და ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს გარდაქმნის ჩვენს კონტინენტს და აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას - სამი ერის ნებას. გილოცავთ! წინ გრძელი გზაა - ჩვენ ამას შევძლებთ. ვიმედოვნებ, 6 თვეში, ასევე, ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამისათვის, საქართველოს მთავრობას მოქმედება უნდა დაიწყოს. ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. „ქართული ოცნება“ ბურთი თქვენს მოედანზეა“,- წერს კრამონი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)