|
2022-06-24 11:10:08, 867 ნახვა
საზოგადოება
სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს
თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად სტარტაპერის და პლატფორმა Face2face-ის კოლაბორაციით ინდივიდუალური კონსულტაციების სერია გაკეთდა, რომელშიც პლატფორმაზე წარმოდგენილი სხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად, სტარტაპერის მხრიდან 11 პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას. Face2face არის კონსულტაციების ონლაინ პლატფორმა, რომელზეც შეგიძლია ჩანიშნო შეხვედრა დარგის პროფესიონალებთან. პლატფორმაზე სტარტაპერის მრჩევლები დაგხვდება, რომელთანაც კონსულაციის მიღება უფასოდ შეგეძლება. პროექტში მონაწილეობის მიზანი ახალი ბიზნესების საჭიროებების დაკმაყოფილებაა. სტარტაპერი რამდენიმე წელია ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავს და თუმცა face2face-ის ფართომაშტაბიანი პლატფორმა შესაძლებლობას ქმნის, რომ სერვისით უფრო მეტმა სტარტაპერმა ისარგებლოს. ამ ერთობლივი ინიციატივით, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დარგის ისეთ პროფესიონალებს გაესაუბროს, რომლებთანაც ინდივიდუალური კონსულაციის შანსი სხვა შემთხვევაში არ მიეცემოდათ. კონსულტაციების გავლა შემდეგ კომპენცენციებში იქნება შესაძლებელი: ამ თემებზე სტარტაპერის მხრიდან გაგესაუბრებიან : შოთა გიორგობიანი, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, პავლე გაბრიჭიძე, პაატა ღაძაძე, ინგა ყელაურიძე, გვანცა მურღვლიანი, ნინო ეგაძე, გიგი ჯანელიძე, კოკა ქამუშაძე, და ნუკა შევარდნაძე. თუ ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით გაქვს გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც სანდო რჩევა დაგეხმარება, ჩანიშნე სტარტაპერის მრჩეველთან Face2Face-ის პლატფორმაზე უფასოდ შეხვედრა და გაესაუბრე ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო პროფესიონალებს.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)