|
2022-06-24 10:28:59, 925 ნახვა
საზოგადოება
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით სოფელ კარალეთში 7 ჰა-ზე აგრომეურნეობა მოეწყო
“საქართველოს ბანკი” რეგიონში აგროპროექტების განხორცილეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მზნით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში 7- ჰა ზე აგრომეურნეობა გაშენდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულებაა 200 000 ლარია. ბანკის წილი კი 60 000 ლარს შეადგენს. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კარალეთში ღია გრუნტზე, სათბურის მეთოდით მოგვყავს ჩერისა და ჰოლანდიური მამსტონის ჯიშის 1 000 ტონამდე პომიდორი. მის რეალიზაციას ვახდენთ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა მეზობელ ქვეყნებში. ამას გარდა, კვლავ ბანკის მხარდაჭერით 211,000 ძირ ხილსა და კენკრას ვაწარმოებთ. უფრო კონკრეტულად კი ბლის, ნუშის და ჟოლო ნერგებს. საერთო ჯამში, ამ პროექტის საერთო მოცულობა 200 000 ლარია, ხოლო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 70 000 ლარს შეადგენს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, იოსებ ფარეხელაშვილმა. „მოხარული ვართ რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სოფელ კარალეთში 7 ჰა-ზე აგრომეურნეობის მოწყობაში. მცირე მეწარმემ ასევე შეძლო ჩვენთან პარტნიორობით გაეშენებინა ჟოლოს ბაღი, სადაც 1.5 ჰა- ზე, ღია გრუნტზე მოყავს 4 ტონამდე მოსავალი. მის რეალიზაციას კი ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. მცირე მეწარმეს უკვე დასაქმებული ყავს 30 ადამიანი და ბიზნესის გაზრდის პარალელურად კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)