21:41 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 10:26:46, 927 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი - უკრაინასა და მოლდოვას ურთულესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ისეთი ტიპის ლობისტები, როგორებიც მათ ჰყავთ, ჩვენ არ გვყავს

უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ვიმყოფებით ბულინგისა და მედია დეზინფორმაციის კამპანიის ქვეშ, როდესაც თეთრზე იძახიან, რომ შავია და სამწუხაროდ, ამას ისე ლამაზად ფუთავენ, რომ ადამიანი, რომელიც ბოლომდე არ არის გათვითცნობიერებული პოლიტიკაში და სოციალურად უჭირს, მოდით, ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრს უჭირს - უკვე გაღიზიანებულია და ყველაფრის სჯერა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვიღაცას როცა უჭირს და სახლში პურის ფული არ აქვს, ის უკვე იმდენად გაღიზიანებულია ხელისუფლებისგან, რომ ნებისმიერ ნეგატივს სიამოვნებით იღებს. მე სპეციალურად ვუყურებდი სათაურებს, რა სათაურებით გავიდა „ნიუსები“ სხვადასხვა სააგენტოზე - არც ერთ სათაურში არ იყო თუნდაც გამოტანილი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრაზა, სადაც მან განაცხადა, რომ ჩვენ უკრაინას სტატუსს იმიტომ ვაძლევთ, რომ ვალში ვართ. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რატომ აძლევენ. ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებდით. უკრაინასა და მოლდოვას ურთულესი მდგომარეობა აქვთ. ჩვენც გვქონდა ბევრჯერ, მაგრამ ამავდროულად ისეთი ტიპის ლობისტები, როგორებიც მათ ჰყავთ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენ არ გვყავს“, - აღნიშნა კახიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics