|
2022-06-24 10:20:50, 832 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი - ისტორიული დღეა - ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის
დღეს ისტორიული დღეა - ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „მოსალოდნელი იყო, რომ ის ავანსი, რაც გაცემული იყო უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ეს იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ უბედურებასთან, სადაც პირველ შემთხვევაში უკრაინაა ჩართული და მეორე მხრივ შესაძლებელია მოლდოვეთიც იყოს. მაკრონმა თავად განაცხადა, რომ ეს იყო ვალი იმის ნაცვლად, რომ ვერ მისცეს ნატოს წევრობა და ვალდებულები ვიყავით ეს ჟესტი გამოგვეცხადებინაო. საქართველოსთან მიმართებაში ცოტა რთული სიტუაციაა. ჩვენ აქეთ რეგიონში ვართ და ჩვენს გარშემო არც რუმინეთი, პოლონეთი და არც ლიტვა და ლატვიაა. ჩვენს რეგიონში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით იქ ტერიტორიულად, რა თქმა უნდა გაცილებით ადრე მივიღებდით ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)