|
2022-06-24 00:50:27, 1309 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე
მაშინ, როდესაც მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ტვიტერზე“ წერს. „ბევრი მადლობა ევროკავშირის საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როდესაც მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ვულოცავ ყველა მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში. ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)