|
2022-06-24 00:44:55, 1340 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის
დღეს ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას. „ახლა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ საერთო გზის ყოველ ნაბიჯზე, რათა ავაშენოთ საქართველოს მომავალი ევროპაში. საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას! დიახ, არის პირობები. ეს დიდი ნაბიჯია წინ და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და წახალისებისა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული. თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ ერთად სამუშაოდ მზად ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ააშენოს საქართველო ევროპული მომავალი“, – წერს ჯოზეფ ბორელი. ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)