|
2022-06-23 17:20:38, 866 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე - მეტს ვიმსახურებდით, ერთ-ერთი არგუმენტი, ჩვენ მიერ გაღებული სისხლია
მეტს ვიმსახურებდით, ერთ-ერთი არგუმენტი, ჩვენ მიერ გაღებული სისხლია,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას უჭერს მხარს. საქართველოს მიმართ, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. პრემიერის თქმით, საქართველომ სამჯერ იომა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს, ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. "ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე - ჩვენ მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი.ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ,"- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)