|
2022-06-23 16:23:22, 1312 ნახვა
საზოგადოება
მიეცი ხმა ქართულ მარკას ევროპის კონკურსზე
საქართველო, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის თემატიკით „მითები და ისტორიები“ შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის კონკურსში იღებს მონაწილეობას. მარკებზე, რომლებიც „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში ივნისის თვიდან არის მიმოქცევაში, გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან“ და „ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის ორგანიზებით, ევროპული მარკების „Europa“ - ის საერთაშორისო კონკურსი იმართება. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“ - ის წევრი ქვეყნების ეროვნულ საფოსტო ოპერატორებს. ქვეყნებს შორის, რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები. „Europa“ - ის საფოსტო მარკები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. მათი მრავალფეროვანი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში. ხმის მიცემა შესაძლებელია „Post Europ“ - ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.posteurop.org ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)