|
2022-06-23 14:20:23, 1144 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვეტოში ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია
ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში, ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება,- აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კანონპროექტი მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. „როდესაც გრძელდება კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ ამ კანონპროექტს რომელიც მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან, ამის მერე კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა, პირველად გამოიყენა ვეტო მოსმენების შესახებ კანონზე. პრეზიდენტის განმარტებით, ვეტოს უფლებას იყენებს იმიტომ, რომ არ ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)