|
2022-06-23 12:17:47, 1089 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი პრეზიდენტზე - თუ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით ესაუბრება პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისადმი
რას ნიშნავს, ყველაფერს ვეტოს დაადებს?,- ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებული კანონისათვის ვეტოს დადების შესახებ. ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან.
"თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისადმი. რას ნიშნავს, ყველაფერს ვეტოს დაადებს? ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება მოტივირებული შენიშვნა. ჩემთვის გაუგებარია, რა ტიპის ფორსირებაზეა საუბარი, რა ტიპის არასწორ პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან,"- აცხადებს ოხანაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება პირველად, მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამოყენა. ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ მომავალი 6 თვის განმავლობაში, ყველა კანონს "რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით" ვეტოს დაადებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)