|
2022-06-22 12:08:30, 775 ნახვა
საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები. „ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი წყნეთის ქუჩაზე, მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი. ზოგადად, ქალაქის დანაგვიანება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხდება მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების გადაყრა და ეს კატეგორიულად მიუღებელია. მხოლოდ „თბილსერვისის“ თანამშრომლები და გაწმენდითი სამუშაოები ამას ვერ შეაჩერებს. აქ საჭიროა ჩვენი, ყველას ჩართულობა და გონივრულობა, რომ არ მოხდეს სამშენებლო ნაგვის გადაყრა ხევში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და შემდეგ, ამ სამუშაოების ჩატარება გვიწევს. სამუშაოების ჩატარება პრობლემა არ არის, პრობლემაა ნარჩენების გადაყრა მდინარის ხევში დაბინძურების თვალსაზრისით. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების დეპარტამენტის 100 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იქნება 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)