00:55 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 19:05:53, 1046 ნახვა

ეკონომიკა
უკრაინული მარცვლეული: არავითარი პროგრესი, სასურსათო კრიზისი ღრმავდება

უკრაინის პორტები კვლავ დაკეტილია და საექსპორტოდ გამიზნული დაახლოებით 25 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანა ქვეყნიდან შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ გამოუღია.

- ჩვენ ვაწარმოებთ კომპლექსურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დონეზე უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით. მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული, ვინაიდან არ იქნა ნაპოვნი ეფექტური ინსტრუმენტი რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმებისგან დასაცავად.

იმავდროულად, უნგრეთმა გამოთქვა მზადყოფნა მოაწყოს მარცვლეულის ტრანსპორტირება თავისი ტერიტორიის გავლით სატვირთო მანქანებისა და მატარებლების გამოყენებით. კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ აღნიშნა:

– ჩვენ შევთავაზეთ უნგრეთის გავლით გაგზავნილიყო უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც განკუთვნილია ჩრდილოეთ აფრიკის ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია დაგეხმაროთ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკაში.

იმავდროულად, ქვეყნის აღმოსავლეთით, ფრონტის ხაზი კრამატორსკს უახლოვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი ადგილობრივი არ ტოვებს აქაურობას. ქალაქი სევეროდონეცკიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ბრძოლები თვენახევარია მიმდინარეობს.

ამასთან პოლონეთი გეგმავს გააორმაგოს საგუშაგოს მოცულობა კორჩოვში, უკრაინის საზღვარზე. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს. პარასკევს პოლონეთის დელეგაცია ეწვია უკრაინულ მხარეს, რათა განეხილათ გზები სატვირთო მანქანების გავლის პროცესის დაჩქარების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაზრდის მიზნით.

რუსეთის მიერ საზღვაო პორტების ბლოკადის გამო, უკრაინა დღემდე ვერ ახერხებს მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს. გაეროში აცხადებენ, რომ მათ აქვთ გეგმა, რომელშიც თურქეთს დიდი როლი აქვს შესასრულებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics