|
2022-06-21 13:52:31, 1045 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას ამყარებს
,,საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით ჩავწერე 78-ე მუხლია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. სანამ ვიღაცეები რაღაცეებს საუბრობენ და რაღაც უაზრო ფურცლებს აფრიალებენ, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მუხლს, რომელიც ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას ამყარებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპულობას იბრალებს. ,,ჩვენ ჩავწერეთ და ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა, ხმა არ მისცა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში. ასევე, იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა. ყველამ შეინახოს საკუთარი ფურცლები კარგად. ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამბობს პირდაპირ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო.,’’ - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)