00:32 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 12:02:49, 1129 ნახვა

საზოგადოება
ღონისძიებას „ბავშვთა უფლებები და გარემო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოს მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 26-ე ზოგადი კომენტარის შემუშავების საკითხებზე ღონისძიება „ბავშვთა უფლებები და გარემო“ გაიმართა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტებს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნები გააცნო და გლობალურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა დავაინტერესოთ გარემოსდაცვითი საკითხებით; მნიშვნელოვანია, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ისეთ კონფერენციებში, რომელიც ბავშვთა უფლებებისა და გარემოს დაცვას ეძღვნება. იმედი გვაქვს, ბევრი მოსწავლე გააგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით სწავლას. დასახული მიზნის მისაღწევად, ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულების ბევრი პროფესიონალი ესაჭიროება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარემოსდაცვითი გლობალური გამოწვევების დასაძლევად და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიება განახორციელონ; განსაკუთრებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოთანი, გაეროს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ფილიპე კორი, ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი სოფო კილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი მერაბ ტურავა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცეთავმჯდომარე ფილიპ ჯაფი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics