|
2022-06-20 18:05:34, 1264 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს იუსტიციის და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრები ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე შეთანხმდნენ შეხვედრა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და კორეის რესპუბლიკის შს და უსაფრთხოების მინისტრ სანგ-მინ ლისთან დღეს გაიმართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის გამოცდილება ციფრული მმართველობის სფეროში, აგრეთვე, ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები. „იუსტიციის სამინისტრო, ერთი მხრივ, პასუხისმგებელია ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე, ამასთანავე, ჩვენ ვახდენთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს რეფორმებისა და მიღწევების ექსპორტს. ამჯერად ჩვენ ვუმასპინძლეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საჯარო სერვისების მიწოდების საკითხებში, განსაკუთრებით, ციფრული სერვისების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში კორეის დელეგაცია აგრეთვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იუსტიციის სახლის და ციფრული მმართველობის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. იუსტიციის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ჩვენი მიღწევების ექსპორტს პარტნიორ სახელმწიფოებში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, კორეული მხარის ინიციატივა კორეა-საქართველოს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნების თაობაზე და მემორანდუმის გაფორმების საკითხი ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ციფრული მმართველობის საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. კორეის რესპუბლიკის დელეგაცია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA)), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით ტარდება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)