|
2022-06-20 11:48:08, 1017 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
მაისის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები, რუსეთიდან შემოდინებების მხრი,ვ შესწორების შემდეგაც ძლიერი იყო და შეიძლება ითქვას, რომ თიბისი მოლოდინებს მართალია მცირედით, მაგრამ მაინც აჭარბებდა. შესაბამისად, თიბისი კაპიტალი განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით აუმჯობესებს 2022 წლის ეკონომიკის აქტივობის მოლოდინებს და საბაზო სცენარი 8%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ზრდას შეადგენს. ასევე მცირედით, მაგრამ გაუმჯობესებულია ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ევროსთან მიმართებაში კი, დაახლოებით 3.06-ს შეადგენს. მაისის საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა. ამდენად, დღეს და გასულ ორშაბათს გამოქვეყნებულ მომოხილვაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოსალოდნელი არ არის. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა დედოლარიზაციის ღონისძიებების დამატებით გამკაცრება. ამ მხრივ არგუმენტებია, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის ისტორიულად მაღალი განსხვავების მიუხედავად, საკრედიტო აქტივობაში მაინც ლარის სესხები ჭარბობს. მეორე მხრივ, სამომავლოდ აღნიშნული განსხვავების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, დეპოზიტების მკვეთრი ლარიზაციის გარეშე, სესხების ლარიზაცია ლარის კურსის მხრივ კვლავ რისკ შეიცავს. გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)