|
2022-06-17 10:45:11, 1196 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას განაგრძობს. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კვირაში ერთი სამუშაო დღე იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებში გაატარონ. მაგისტრანტებს პენიტენციური დაწესებულებები, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს", სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი" და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" უმასპინძლებენ. იუსტიციის სამინისტრო დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს სტუდენტების ვიზიტებს სამინისტროს სისტემაში და ამ ფორმით ჩაერთვება სასწავლო პროცესში. რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას. დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სეუ-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვის ხელშეწყობაა, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს მსგავსი მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)