|
2022-06-14 16:26:21, 1163 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა. რაც იმან ნიშნავს, რომ ამიერიდან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს რამოდენიმე წუთში ჩაერიცხება. თანხა ბიზნეს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება როგორც პოსტერმინალით, ასევე ონლაინ შეძენისას. ეს ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, თანხა მაშინვე გამოიყენოს, რაც მას გაუმარტივებს ბიზნესპროცესებს და ბევრად მოქნილს გახდის ოპერირებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხის ჩარიცხვა ასევე მომენტალურად განხორციელდება შაბათ- კვირის დღეებშიც, რაც აქამდე ბიზნესისთვის დიდი დისკომფორტი იყო, რადგან უქმე დღეებში განხორციელებული ტრანზაქციების თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვუპასუხოთ მომხმარებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის. ამიერიდან ბიზნესი შეძლებს მნიშვნელოვნად გაიმარტივოს ოპერირება, რადგან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით გადახდილი თანხა მის ბიზნეს ანგარიშზე უკვე რამოდენიმე წუთში ჩაირიცხება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ ბიზნესს მისი განვითარებისთვის საჭირო პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის გაზიარების მიზნით შევქმენით Made in Georgia-ს კამპანია, რომელიც კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)