|
2022-06-14 14:51:45, 1117 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ECO.Georgia საწყისი ფაზის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ECO.Georgia საწყისი ფაზის დასკვნითი შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პროექტის ბაზისური დოკუმენტაციის მომზადების, საბიუჯეტო, ტექნიკური უზრუნველყოფის ასევე, ვადებისა და ღონისძიებების საკითხები განიხილეს. „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტი ECO.Georgia და ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ უპირობო და განსაზღვრული პირობით ვალდებულებების შესრულებას და ტყის ახალი კოდექსის აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ ECO.Georgia ქვეყნის სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი ოზურგეთი და ჩოხატაური) მოიცავს. გლობალური კლიმატის ფონდის (GCF), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების - ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ჩართულობით ხორციელდება. შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)