|
2022-06-14 14:44:52, 1264 ნახვა
საზოგადოება
7-9 ივლისს თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება
„ისთერნ პრომოუშენსი“ და „თიბისი კონცეპტი“ 7-9 ივლისს, თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: 7 ივლისი - 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული. 8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც ჯაზის სამ ლეგენდას აერთიანებს: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი. 9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი. „წლევანდელი საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ფოტო გამოფენა გაიმართება სახელწოდებით „როგორც მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო. 19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება მოეწყობა, მაყურებელი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი) იხილავს. პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ. 21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება. 23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარდგებიან. ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 19:00 საათზე გაიხსნება. ჯაზ ფესტივალს ტრადიციულად „თიბისი კონცეპტი“ წარმოადგენსo ოფიციალური სპონსორი - ვიზა ფესტივალის მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია მასპინძელი რესტორნები: "შავი ლომი", „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“ საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი TV“, „რადიო ფორტუნა“, სააგენტოები „მარკეტერი“ და „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“ ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. ბილეთები www.tkt.ge-ზე იყიდება. „თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი ქეშბექი, ხოლო „თიბისი ვიზა“ ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ქეშბექი მოქმედებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)