|
2022-06-14 14:39:27, 1426 ნახვა
ეკონომიკა
ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა ენერგორესურსების ექსპორტით 98 მილიარდი დოლარი მიიღო
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 100 დღეში, ენერგორესურსების ექსპორტის საშუალებით რუსეთის ფედერაციამ, დაახლოებით, 98 მილიარდი დოლარის მოცულობის შემოსავალი მიიღო. ფინური კვლევითი ინსტიტუტის (CREA) ანგარიშის თანახმად, იმპორტიორებს შორის პირველ ადგილს ევროკავშირი იკავებს, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში რუსეთისგან 60 მილიარდი ევროს გაზი, ნავთობის და საწვავი შეიძინა. რუსეთის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ნედლ ნავთობზე მოდის ($48.2 მლრდ), მეორე ადგილს ბუნებრივი აირი იკავებს ($25.1 მლრდ), მესამეზე ნავთობპროდუქტებია ($13.6 მლრდ), შემოსავლის ძირითად წყაროებს შორის მეოთხე ადგილს თხევადი გაზი იკავებს ($5.3), ხოლო მეხუთე ადგილზე ქვანახშირის ექსპორტია ($4.8). რუსული ენერგორესურსების უმსხვილესი იმპორტიორები ასე ნაწილდება: 1. ჩინეთი - $13.2 მლრდ; მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობისა თუ გაზის საერთო მოცულობა შემცირებულია, საერთაშორისო ბირჟაზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მოსკოვის მიერ მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. CREA-ს ანგარიშის თანახმად, ერთწლიან ჭრილში საშუალო საექსპორტო ფასები 60%-ითაა გაზრდილი, რაც, ცხადია, დადებითად აისახება რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლიანობაზე. ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ საგრძნობლად გაზარდა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, მათ შორისაა: ჩინეთი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. ევროპარლამენტარების ვარაუდით, წლის ბოლომდე ზემოხსენებული სანქციების პაკეტი ევროკავშირის მიერ შესყიდული რუსული ნავთობის საერთო მოცულობას თითქმის 90%-ით შეამცირებას გამოიწვევს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)