03:16 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 12:08:18, 1040 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის, ლითონის მოაჯირები მოეწყო.

„პროექტის განხორციელების შედეგად, გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გახდა უსაფრთხო. გვახსოვს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო იქ, ტროტუარებზე უბრალოდ ფეხით გავლაც კი შეუძლებელი იყო, ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ გარემოვაჭრეებს. მინდა, ამ ადამიანებსაც მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას, ბაზრობის შიდა სივრცეში გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ საქმიანობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics