|
2022-06-14 12:05:13, 816 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია შშმ ბავშვებისთვის ხუთ პროგრამას ახორციელებს
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. პროგრამებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებისთვის ახორციელებს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მინდა, გამოვყო რამდენიმე მათგანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია: პირველი, ეს არის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა“ და დღეისთვის, ამ პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს; ასევე, მნიშვნელოვანია „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, წელს 800 ლარის ღირებულების 2 300–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა. ვაუჩერის ფარგლებში, მშობელი თავად ირჩევს საქართველოში დასასვენებელ ადგილს, იქნება ეს მთის თუ ზღვის კურორტი და მერიის ვაუჩერის ფარგლებში იღებს მომსახურებას; მნიშვნელოვანია „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა 800-ლარიანი დახმარების პროგრამაც“, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად, 1 300-მდე პირი იღებს დახმარებას; გარდა ამისა, მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამას, რომლის ფარგლებში, წლის განმავლობაში 900-ლარიანი დახმარება გაიცემა. დახმარებას წელიწადში 623 უსინათლო პირი იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერია ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადება/პროექტები ფინანსდება. თბილისის მერის განცხადებით, ასეთი პროექტებია მაგალითად, „ხის საწარმოს“ დაფინანსების და უსინათლო პირთა გამცილებლის პროექტი. „ამასთან, შშმ პირები სხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისას პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მომდევნო წლიდან სიახლეები შემოვიტანოთ, ახალი პროგრამები განვახორციელოთ და ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)