03:16 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:04:09, 789 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე შპს „ფირმა ლომთაგორას“ ორგანიზებით გაიმართა.  ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. 

„სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მარცვლეულის წარმოების განვითარებას, მოკლებული იქნება აზრს, რომ არა, ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა თესლის წარმოების განვითარება, ახალ, მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე მუშაობა. ლომთაგორას მეურნეობაში სწორედ ხორბლის სათესლე მასალის გამოყვანა ხდება. საქართველოში უკვე გვაქვს ხორბლის ჯიშები, რომლებიც 7-8-10 ტონიან მოსავალს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯები, ხელს შეუწყობს ჩვენი დამოუკიდებლობის ზრდას, არამარტო სათესლე მასალაზე, არამედ მთლიანად სასურსათო ხორბლის წარმოებაზე. სახელმწიფო გეგმავს და მომავალში განახორციელებს პროგრამებს, რომელიც ხორბლის და მარცვლოვანი კულტურების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა .

ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო, როგორც მსოფლიოს სასელექციო სახეობის, ასევე  ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული ჯიშები.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics