|
2022-06-13 17:52:42, 1212 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წლიანი ისტორია აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედითუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. „ძალიან ინფორმაციული შეხვედრა მქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან. ვისაუბრეთ რეგიონულ განვითარებაზე. მიხარია, რომ ვხედავ კოვიდ პანდემიის შემდეგ როგორ უმჯობესდება ეკონომიკა, რაც ტურისტების ნაკადზეც აისახება. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰაბი. ეს აჭარისთვის დიდ პერსპექტივას წარმოადგენს. ასევე ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, ამიტომაც ჩამოვედით აჭარაში. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარაში ჩვენს პარტნიორებს იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რაც მათთან გვაქვს 30 წლის მანძილზე. ვამაყობ, რომ ამდენი ინიციატივის მხარდაჭერა შევძელით ადგილობრივი ეკონომიკის და ქართველი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებითვის" - აღნიშნა კელი დეგნანმა. თორნიკე რიჟვაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს გემების ვიზიტებისა და წვრთნების მნიშვნელობას, რომელიც რეგულარულად ტარდება ბათუმის პორტში და ეხმარება საქართველოს საზღვაო ძალებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)