|
2022-06-13 13:26:37, 837 ნახვა
საზოგადოება
„მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
„დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა - ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება „მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება. სულ სიძლიერე ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.
ქანდაკების ესკიზის კონკურსი 2019 წელს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.
კონკურსში გამარჯვებული ავტორი თბილისის მერიის მიერ შექმნილმა, 12-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ.
13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)