|
2022-06-13 13:19:52, 743 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ 2015 წლის 13 ივნისს დედაქალაქისთვის უმძიმესი დილა გათენდა. „13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. ღამე, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქალაქისთვის და კიდევ უფრო მძიმე იყო დილა, რომელიც გათენდა. ვნახეთ რეალურად, თუ რა მდგომარეობა იყო - უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული სახლები, დატბორილი ქუჩები და ზოოპარკის ტერიტორია, დახოცილი ცხოველები. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლაც კი მიჭირს სიტყვებით გადმოცემა და საუბარი იმ დილაზე, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში, თუმცა, გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი. არ მახსოვს ასეთი სოლიდარობა და ერთსულოვნება, რამაც უდიდესი შედეგი გამოიღო. ქალაქზე შეყვარებული ადამიანების ჯგუფები მოდიოდნენ და ჩართული იყვნენ ქალაქის დასუფთავებასა და გაწმენდაში, რათა მოგვეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ნათელში იყოს ყველა გარდაცვლილის სული. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)