|
2022-06-09 15:05:31, 1009 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილა
ანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. უწყების ცნობით, სამუშაო ფორმატში განხილული იყო მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და ამ პრობლემასთან გამკლავების გზები. მოწვეულმა ექსპერტებმა მოწვეულ სტუმრებს ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. „მჯდომარე სამუშაო ჯანმრთელობისთვის უხილავ რისკს წარმოადგენს. ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს მონაცემების თანახმად (EU OSHA) ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას უთმობს. შესაბამისად, სამუშაო ადგილების 60%-თვის მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მომსახურების სფერო, წარმოება, საავტომობილო მრეწველობა, ონლაინ სერვისები, ეროვნული და საერთაშორისო ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული საქმიანობა, როგორც საჯარო, ისე კერძო ბიზნესში - ეს მხოლოდ იმ სექტორთა მცირე ჩამონათვალია, სადაც მჯდომარე სამუშაოები დომინირებს. ეს სფეროები საქართველოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათი წილი ეროვნულ ეკონომიკაში კიდევ უფრო იზრდება. სემინარი EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელიც „დატვირთვის შემსუბუქებას“ შეეხება და ხაზს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს უსვამს. შეხვედრას დარგობრივი ასოციაციის, შრომის უსაფრთხოების კომპანიებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)