04:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:41:58, 1132 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს.

უწყების ცნობით, ტრენინგი, „ASB საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა და მას საქართველოდან და სომხეთიდან შერჩეული მონაწილეები დაესწრნენ.

„პროგრამის მიზანი სხვადასხვა ტიპის კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების და სტიქიური უბედურების დროს გადაუდებელი დახმარების ჯგუფების რეაგირების გაძლიერებაა.

კურსის გავლის შემდეგ, გადამზადებული ინსტრუქტორები გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებისთვის ტრენინგ პროგრამების ჩატარებას, საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების გუნდის მობილიზების, აღჭურვის, სამედიცინო რეაგირების და დემობილიზაციის შესახებ სწავლებას თავად შეძლებენ.

კურსს შვეიცარიიდან მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებსაც გადაუდებელი სიტუაციებისთვის, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

სასწავლო კურსი პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის (DG ECHO) მიერ არის დაფინანსებული,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics