04:32 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 17:02:19, 888 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმელებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრებს, რომლებიც 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ. მოწმობები ვეტერანებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გადასცეს.
 
„დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. 2008 წლის ომის მონაწილე პირები, რომლებიც იყვნენ თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა, არ სარგებლობდნენ ვეტერანის სტატუსით, რადგან ამას არ ჰქონდა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. შესაბამისი საფუძველი გაჩნდა გასული წლის მიწურულს და დღეს უკვე ამ პირებს გადაეცათ ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი", − აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და მადლობა გადაუხადა ყველა ვეტერანს საქართველოს წინაშე გაწეული სამსახურისა და ქვეყნისთვის თავდადებისათვის.
 
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები 2008 წლის ომში აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ ომის მონაწილის სტატუსი არ ჰქონდათ,  რადგან „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" კანონში არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროში მომზადდა  ცვლილებები აღნიშნულ კანონში და ის პარლამენტს წარედგინა. საკანონმდებლო ორგანოში პროექტი გასული წლის ბოლოს დამტკიცდა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics