|
2022-06-07 12:34:58, 921 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები სტაჟიორებად დაინიშნენ
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ. შერჩეული კანდიდატები ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ. პროკურატურის ცნობით, ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით. „მეც გავიარე ეს გზა, რომელსაც თქვენ ახლა გადიხართ და ძალიან კარგად მახსოვს დღე, როდესაც სტაჟიორად დავინიშნე. შემიძლია პირადი გამოცდილებით გითხრათ, რომ წინ გაცილებით რთული, მაგრამ საინტერესო დღეები გელოდებათ და წარმატება თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. შეხვედრის დასასრულს, სტაჟიორებმა პროკურატურის თანამშრომლის ფიცი დადეს. ასევე, მათ პროკურატურის თანამშრომლის სამკერდე ნიშნები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს და სტაჟირების კომისიის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს პროკურატურამ საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი 2021 წლის 6 სექტემბრიდან გამოაცხადა, სადაც განაცხადი სულ 984-მა კანდიდატმა წარადგინა. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 38 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს. დღეისათვის, საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების 63% სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ. სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)