05:29 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 11:09:16, 1043 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა სტუდენტებს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგიაზე და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს. ასევე, სხვადასხვა საკითხებზე დისკუსია გაიმართა. პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

„საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის უწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარება.

კვირეულის ფარგლებში, პროკურორები საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics