00:42 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 21:09:47, 1304 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - 100 დღეა, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა

100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 

""100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 
100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 
100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე #StandWithUkraine". - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics