00:43 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 20:49:29, 1320 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - 100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა და ევროპის პასუხი უპრეცედენტო იყო

100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლმა.

მისივე თქმით, ევროპის პასუხი უპრეცედენტო იყო. 

"100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა, ევროპის პასუხი კი უპრეცედენტო იყო. ჩვენ უნდა დავრჩეთ მტკიცედ და ერთიანად. მომავალ კვირას ევროპარლამენტი სტრასბურგში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს უმასპინძლებს, რათა განვხილოთ უკრაინისთვის ჩვენი შემდგომი დახმარების საკითხი. ევროპა წინ უნდა გაუძღვეს, ევროპამ უნდა მისცეს იმედი". - განაცხადა მეცოლმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics