12:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 18:40:24, 2575 ნახვა

პოლიტიკა
GLOBSEC 2022-ის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილს ლექსო ლაშქარავაზე ჰკითხეს

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ჰკითეს.

დისკუსიის დროს, რომელშიც მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილს აუდიტორიიდან ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაუსვა კითხვა დაუშვებდა თუ არა საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას, რაც შარშან დაუშვა, როდესაც არ დაიცვა ისინი.

“თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც მათ ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აქტივისტები დაეცვა. თქვენი ხელისუფლება წელსაც იმავე შეცდომას გაიმეორებს თუ რეალურად დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?” - იკითეს დარბაზიდან.

პრემიერის თქმით, ეს ინფორმაცია ლაშქარავას დაღუპვაზე არ ოყო სწორი.

„ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს. არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ, პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რამ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, „სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

შსს-მ გარდაცვალების მიზეზად ზედოზირება დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics