|
2022-06-02 15:44:50, 985 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ სივრცეში ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან შეხვედრა გაიმართება
3 ივნისს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან, რომელიც კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იქნება ხელოვან სანდრო სულაბერიძის შემოქმედებაზე და „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“ -ის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე „გარე თვალით დამკვირვებელი“. „სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმაზე და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს -როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა. ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი“, რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში 10 მაისს გაიხსნა, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)