23:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 15:43:05, 917 ნახვა

საზოგადოება
„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შორის, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, გამართული კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა.

ზურაბ აზარაშვილი აშშ-სა და ევროპაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, მისი ხელმისაწვდომობისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შესახებ არსებულ პრაქტიკას გაეცნო.

„ონლაინ“ შეხვედრებზე „მრჩეველთა საბჭოს“ წევრებმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების სისტემის, ექიმთა რესერტიფიცირებისა და პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში „ონლაინ“ კონსულტაციების მეორე ნაწილი უახლოს მომავალში გაიმართება, სადაც მხარეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებენ.

„მრჩეველთა საბჭო“ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე, სხვადასხვა სამედიცინო დარგის წარმატებული ექიმები არიან, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მიიღებენ მონაწილეობას",- აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics