06:53 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 16:21:23, 1056 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პროკურატურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, საპატიო თანამშრომლის წოდებით და რანგის მინიჭებით დააჯილდოვა. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ დიმიტრი ფაღავას, ნიკოლოზ ჭინკორაშვილს, ია ყიფიანს, მერი შაბაშვილს და ვახტანგ სართანიას.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პროკურატურის დღესთან დაკავშირებით, ხდება გამორჩეული თანამშრომლების წარდგენა კარიერის მართვისა და დაწინაურების საბჭოსთვის და ამ საბჭოს ფარგლებში ხდება საუკეთესოების შერჩევა. "წელსაც, შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი ამ პერიოდში“- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გენერალურმა პროკურორმა უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისს აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics