|
2022-05-31 13:16:55, 1091 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg - ნავთობის ემბარგოს გამო, რუსეთი წელიწადში 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს
ევროკავშირის წევრების მიერ შეთანხმებული ნავთობის ემბარგოს გამო , რუსეთი წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება . გამოცემის გათვლებით, რუსული ნავთობის იმპორტის დაახლოებით ორი მესამედი ოფშორული გადაზიდვებიდან მოდის. ემბარგოს დაწესების შემდეგ, რუსეთი წელიწადში 10 მილიარდ დოლარამდე საექსპორტო შემოსავლებს დაკარგავს. ეს იმიტომ ხდება, რომ აკრძალვა რუსეთს აიძულებს გაყიდოს თავისი ნავთობი ფასდაკლებით აზიაში, სადაც ის უკვე დაახლოებით 34 დოლარით იაფია ბარელი Brent-ის ფიუჩერსების ფასებზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ასევე მოიცავს სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვას, თქვა მან. მეექვსე პაკეტი ასევე ითვალისწინებს SWIFT-დან უმსხვილესი რუსული ბანკის Sberbank-ის გათიშვას და უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)