01:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 17:20:15, 903 ნახვა

საზოგადოება
პროექტის "შრომის უსაფრთხოების დესპანები" ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოხალისე სტუდენტები გადამზადდნენ და შესაბამისი ცოდნა მიიღეს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით შრომის უსაფრთხოების დესპანებმა 1 212 ობიექტზე, 9200-მდე დასაქმებულს, მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ საკითხებზე, მათ შორის კოვიდ 19-ს ვირუსის გავრცელების გზებსა და მისგან დაცვის საშუალებების შესახებ. 

„წარმატებულ სტუდენტებს შრომის ინსპექციის სამსახური საშუალებას აძლევს 3 თვიანი სტაჟირება გაიარონ უწყებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის განცხადებაში.

სტუდენტებს სიგელები გადასცეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, განათლების მინისტრის მიადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics