|
2022-05-30 19:12:27, 1180 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე საქართველოში AIR FRANCE-ის მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე საქართველოსა და უკრაინაში ავიაკომპანია AIR FRANCE-ის გენერალურ მენეჯერ ერიკ ანკონეტისა და APG Georgia-ს დირექტორს, იაკო ხომერიკს შეხვდა, რომელიც საქართველოში AIR FRANCE-ის გენერალური აგენტია .- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე თქმით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ,,საქართველო ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ავიაბაზარია. 2019 წლიდან თბილისისა და პარიზის მთავარი აეროპორტები ერთმანეთს ჩვენი საშუალებით დაუკავშირდა. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩინდეს ჩვენი ავიაკომპანია თქვენს საქართველოს ავიაბაზარზე,-‘’განაცხადა ერიკ ანკონეტიმ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროპული მიმართულებები და საჰაერო კავშირი ევროპის დედაქალაქებთან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ,,გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიმართულებები ჩვენს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს. ვეძებთ სხვადასხვა საშუალებებს, რომ პირდაპირი საჰაერო გზით კავშირი თბილისსა და ევროპის დედაქალაქებს შორის მაქსიმალურად დაჩქარდეს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ავიაკომპანიის მხრიდან, თბილისი-პარიზის მიმართულებაზე შესაძლო სიხშირეების ზრდას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა AIR FRANCE-ის მენეჯმენტს ტექნიკურ ნაწილში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)