01:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 20:39:17, 1211 ნახვა

საზოგადოება
ლიანა ჭუმბურიძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასიური  გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება. თითოეული სამედიცინო პერსონალი ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულის შესახებ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლიანა ჭუმბურიძემ განაცხადა. 
მისი თქმით კლინიკაში ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის რეორგანიზაცია. 
„დღეს კლინიკია უკვე მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი ვინც იყო დასაქმებული კოვიდ განყოფილებებში გადანაწილდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში. კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი. 
რამოდენიმე თანამშრომელი, რომლესაც დაუსრულდა  ხელშეკრულება იქნა გადაყვანილი რეზევრში. ჩვენ შევთავაზეთ მათ გაგრძელება ჩვენთან ურთიერთოების, 14-დან 12 დაგვთანხმდა და 2-მა უარი თქვა ამაზე. 
რაც შეეხება ადმინისტრაციის წევრებს ისინი რჩებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის, ქალბატონი ჯავარა უგრეხელიძე აგრძელებს მუშაობას პერსონალის უწყვეტი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics