|
2022-05-27 14:49:11, 1189 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს გაიმართება
Tbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს, იაკობ ნიკოლაძის N6-ში გაიმართება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. შოუქეისი 12:00 საათზე დაიწყება. Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ასევე, ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას თავიანთი ახალი ნამუშევრები წარუდგინონ. Tbilisi Newcomers 2022-ზე 100-მდე განაცხადი შევიდა. შოუქეისისთვის 30-მდე ახალი პროექტი შეირჩა: Wormhole, IKULI, Ly Sas, Kachli, Tongue Bite, ANIK, Plum Sauce, Igor Cutlr, Afshyna, MEME, ჟოლო, ოჩოს ქოხი, Goshawk, Faeywa, Dooda, Tomorrow Never Comes, Penrose, LJuniper, Process, Kin Chi Kat, Vassel & Rooby, vromj, RED და DER, პელარგონია/Pelargonia, K.A.I, The Generations, FE PROJECT, Unification, Francomorri. შოუქეისზე ფინალისტები გამოვლინდებიან. ისინი ივნისში ფინალურ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. გამოვლინდება Best Newcomer 2022, რომელიც ფესტივალების Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს მთავარ სცენებზე დაუკრავს. Tbilisi Open Air 24 და 25 ივნისს, Singer Stage-ზე დამატებით ორ რჩეულ არტისტს უმასპინძლებს. ROKVA წლის ნიუქამერის გარდა, კიდევ ერთ პროექტს შეარჩევს სცენის დასათმობად. ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება Tbilisi Open Air-ს ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს. Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon. Tbilisi Open Air 24, 25 და 26 ივნისს, უცვლელ მისამართზე - Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)