|
2022-05-27 13:59:54, 3694 ნახვა
Lifestyle
36 წლის შემდეგ ლონდონში ABBA-ს კონცერტი ტრიუმფით შედგა
ისევ ერთად არიან და თითქოს ეს 36 წელი არ მომხდარა. შვედური კვარტეტი ABBA პირველად დაშლის შემდეგ გამოჩნდა შუქზე და იმღერა კიდეც მათი მთავარი ჰიტები, თუმცა ავატარების სახით. ისინი შვედეთის სამეფო წყვილთან ერთად ლონდონის ოლიმპიურ პარკში ABBA Voyage-ის საკონცერტო რეზიდენციის გახსნას დაესწრნენ. " როცა ჩემს ავატარს სცენაზე ვხედავ, თითქოს ყველაფერი ერთმანეთშია ჩაქსოვილი. ვგრძნობ, რომ სიცოცხლეს ვუსხამ ამ ბიჭს, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ. - ამბობს ბიორნ ულვეუსი ABBA-ს ყოფილი წევრი ღონისძიება ემთხვევა ჯგუფის 40 წლის განმავლობაში პირველი ალბომის, Voyage-ს გამოშვებას. ჯგუფის გულშემატკივრები, რომლებიც, ისევე როგორც თავად კვარტეტის წევრები, უკვე 70 წელს გადაცილებულნი არიან, ასეთ ღონისძიებას ვერ გამოტოვებდნენ. ABBA დუბლის დიზაინერებმა გულდასმით აღადგინეს მომღერლების მოძრაობები, რათა რაც შეიძლება მიუახლოვდნენ ორიგინალს, მათთვის კი ციფრული კოსტიუმები შექმნა იტალიური მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ.
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)