|
2022-05-27 10:56:30, 1890 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება
გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროოლიმპიადა ხელს შეუწყობს აგრარული განათლების მიმართ ინტერესის ზრდას, სოფლის მეურნეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას და როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ზოგადად, აგრარული დარგის განვითარებას. „ახალი თაობის აგროოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოლიმპიადაში გამარჯვება საუკეთესო სტიმული იქნება მათთვის, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ დარგის, საკუთარი თავის განვითარებისა და წინსვლისთვის. ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტები, სტაჟირებას გაივლიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „პირველ რიგში, ოლიმპიადა საშუალებას მოგვცემს წარმოვაჩინოთ ადამიანები, რომელთაც სიღრმისეული ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნიათ სოფლის მეურნეობის დარგში და წავახალისოთ ისინი, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდებში მაქსიმალურად მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის განათლების პოპულარიზაცია“, - აღნიშნა საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, მამუკა მესხმა. “ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“(ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: • სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში • აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები • ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება • 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე კი, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.მიმდინარე წელს, ოლიმპიადის წესებში რამდენიმე ძირითადი ცვლილება განხორციელდა: • კონკურსანტი მონაწილეობის მიღებას შეძლებს მხოლოდ ერთ დარგში. შესაბამისად, გამოირიცხება ერთი პიროვნების მიერ ორ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შანსი. • კონკურსანტების მიერ, ერთი და იმავე დარგში, თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, საპრიზო ადგილს დაიკავებს ის მონაწილე, რომელსაც „რთული“ კატეგორიის უფრო მეტ კითხვაზე ექნება სწორი პასუხი გაცემული. იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში მეათე და მეთერთმეტე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა დააგროვეს ქულების თანაბარი რაოდენობა, მეორე ტურზე ორივე მათგანის დაშვება მოხდება. • შემცირდა ტესტის კითხვების რაოდენობა და 90-ის ნაცვლად, თოთოეულ მიმართულებაში, 60 კითხვა იქნება გამოყენებული. აგროოლიმპიადა 2022-ის ფარგლებში, თითოეული კატეგორიიდან (ფერმერი, სტუდენტი, სპეციალისტი და მოსწავლე), დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული, რომლებსაც სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის საკონტაქტო ინფორმაცია: ვებ გვერდი: http://www.agroolimpiada.ge ფბ გვერდი: https://www.facebook.com/NAOGEORGIA
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)