|
2022-05-25 22:46:10, 1723 ნახვა
საზოგადოება
ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრიი კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, მათ შორის 5 500 არასრულწლოვანია. კასიანოვმა დღეს, 25 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ლტოლვილების საქართველოში განთავსებას პრობლემები არ შეექმნება. “საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის უკრაინის 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც დაახლოებით 5500 არასრულწლოვანია. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასევე გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. უკრაინის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში უკვე სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული. როგორც იცით, ირაკლი ღარიბაშვილი ვარშავის კონფერენციაში მონაწილეობდა. ჩვენ მადლიერები ვართ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას, დახმარება გაუწიოს უკრაინელი ლტოლვილებს მიღებასა და განთავსებაში, ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მლნ დოლარს. ველით, რომ მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეში იქნება მიღებული და უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით არ იქნება პრობლემები, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან. მადლობლები ვართ საქართველოს მთავრობის, კერძოდ, განათლების და მეცნიერების მინისტრის, იმ თანადგომისთვის, რაც მან გაწია უკრაინული სექტორის გახსნასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს კასიანოვი.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)