|
2022-05-25 16:55:31, 1427 ნახვა
საზოგადოება
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი. ამ დრომდე, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში, რის გამოც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ცვლილების შედეგად, პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, თბილისის გარდა, შესაძლებელია იმერეთის რეგიონის ორ დაწესებულებაში: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქ. ქუთაისი ტ.ტაბიძის 23) ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა; გლუკომეტრი; სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით; დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი; პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)