|
2022-05-25 11:27:19, 906 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 13.9%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9 პროცენტით მეტია. 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.0 პროცენტით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7 პროცენტით გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8 პროცენტით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვვენებელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.9 პროცენტი შეადგინა. ასევე 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 10.2 პროცენტს უტოლდება. ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 22.6 პროცენტი შეადგინა. 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 289.5 მილიონი ლარი გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 14.0 პროცენტით გაიზარდა და 345.9 ლარს გაუტოლდა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში თითქმის უცვლელია და 70.1 პროცენტს შეადგენს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)